|
2017-02-07 14:58:32, 1878 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კანდელაკი: შემოტანილი კანონპროექტით, თუ ადამიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, მისთვის გამოსაცდელი ვადა უქმდება
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი ექნება, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა არ შეეხება. კანდელაკის მტკიცებით, ამის მიზეზი „რუსთავი2“- ის საქმის მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებაა. „მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნით, შემოტანილია პარლამენტში კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი იყო წარსულში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაშინ მისთვის უქმდება სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა. ესაა პოლიტიკური კორუფციის აშკარა ფაქტი, სხვა საქმეა და ლეგიტიმური დისკუსიაა, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის საკითხი, უნდა გაუქმდეს თუ არა ყველა დანიშნულ მოსამართლესთან მიმართებაში, მაგრამ დაუშვებელია კანონის ნორმის ერთ კონკრეტულ პირზე მორგება“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. მას უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა უპასუხა: „რაღაცა შოუ დადგა კანდელაკმა, რომ ეს ცვლილებები ხდება ერთი პერსონისთვის, ეს მოიკითხოს თავის გუნდში, ესენი არიან ის ხალხი, ერთი ადამიანის ხუშტურის გამო, რომ ვიღაცა დეპუტატი გაეხადათ, საპარლამენტო ასაკი გახადეს 21 წელი. ამ ცვლილებებს ეთანხმება და აღიარებს ყველა ამ ქვეყანაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ვენეციის კომისია, ეს ცვლილებები ეტაპობრივად გავრცელდება ყველა მოსამართლეზე“,-აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)