19:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 13:46:36, 2374 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი“ კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა

სს „გალტ & თაგარტი“ კომპანია Cbonds-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, კორპორაციული ობლიგაციების განთავსების კუთხით, მთელს კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა.

როგორც „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ განაცხადა, კომპანია სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 „საქართველოში, სასესხო კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გალტ & თაგარტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონში წამყვან პოზიციებზე ყოფნა. ქართულ კომპანიებს, რომელთაც ძლიერი კორპორაციული მმართველობა აქვს, გალტ & თაგარტი აქტიური მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ დაფინანსების  სტრუქტურის დივერსიფიკაცია, კორპორატიული ობლიგაციებით ფულის მოზიდვის საშუალებით. მხოლოდ 2016 წელს გალტ & თაგარტი 7 გარიგებაში წარმოადგენდა ობლიგაციების განთავსების აგენტს და ლიდ-მენეჯერს. ამ განთვსებების მეშვეობით ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი კლიენტებისთვის წარმატებით მოგვეზიდა 311 მილიონი ლარი და 30 მილიონი აშშ დოლარი. ბოლოდროინდელი აქტივობის და მოვლენათა განვითარების შედეგად, სასესხო კაპიტალის ქართული ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება წამყვანი კორპორაციებისათვის და საერთაშორისო ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ გალტ & თაგარტი მომავალშიც შეინარჩუნებს ლიდერი სინვესტიციო ბანკის პოზიციას რეგიონში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics