|
2017-02-06 17:00:21, 2899 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ანგელა მერკელის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან- სოციალურმა კავშირმა კანცლერის თანამდებობაზე, ანგელა მერკელის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა,- ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ანგელა მერკელის კანდიდატურა 2016 წლის დეკემბერში წარადგინა, ხოლო დღეს, 6 თებერვალს, ამ გადაწყვეტილებას მხარი ქრისტიან- სოციალურმა კავშირმაც დაუჭირა. ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, ანგელა მერკელი კანცლერის თანამდებობას მეოთხედ დაიკავებს. პირველად მან თანამდებობა 2005 წელს დაიკავა და 2016 განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მანამდე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის არჩევნები სექტემბერში გაიმართება.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)