|
2017-02-06 12:36:04, 2582 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენი მოსამართლეების საქმეზე: უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოძიება ჩატარდეს ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს'', - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უზენაესი სასამარლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ''ამომწურავ ინფორმაციას უნდა ველოდოთ''. „ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც უკავშირდება მოსამართლეებთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას, მე ვფიქრობ არის საკმარისი შესაძლებლობა იმისა, რომ გადამოწმება მოხდეს. რამდენად მოხდა თუნდაც, კონკრეტულად საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავდნენ, რამდენად მოხდა რეალურად იმ კომპენსაციის წესების დაცვა, რომელიც საჯაროა. გადამოწმების ყველა საფუძველი არსებობს. გამომდინარე აქედან, უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ამომწურავ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რათა ამ საქმეზე გამოირიცხოს ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არის'',-განაცხადა ნანუაშვილმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)