12:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 13:46:51, 3230 ნახვა

მსოფლიო
ტერორისტებმა ერაყში 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს, - ამის შესახებ Iraqi News იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, 10 და 12 წლის მოზარდებმა ოჯახის წევრების თანდასწრებით, ორი ტყვე მამაკაცის ჩამოხრჩობაზე უარი თქვეს, რის გამოც, ისინი დაჯგუფების წევრებმა დასაჯეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები მომზადებასა და წვრთნას ექსტრემისტთა ბანაკში გადიოდნენ.

მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა სპეციალური ბანაკი შექმნეს, სადაც მოზარდ ბიჭებს რელიგიურ ფანატებად, „ჰალიფატის ლომებად“ ზრდიან.

იდეოლოგიური მომზადების შემდეგ, მოზარდები ტერაქტების განმხორციელებლებად ყალიბდებიან.

ცნობისთვის, ტერორისტები გაწვრთნილ მოზარდებს ქალაქ მოსულში ტერიტორიების დასაბრუნებლად იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ და ერაყის ძალებმა ქალაქ მოსულის დიდი ნაწილი დაიბრუნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics