13:40 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-03 19:22:17, 1692 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყება“ - უვიზო მიმოსვლა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ვრცელდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების მხარდაჭერა, აფხაზეთის მოსახლეობაზე არ ვრცელდება, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეფაქტო აღნიშნულს აფასებს, როგორც თბილისის ხელისუფლების მორიგ მოუხერხებელ მცდელობას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართოს.

"მიხეილ ჯანელიძის განცხადებას ვაფასებთ, როგორც თბილისის ხელისუფლების მორიგ მოუხერხებელ მცდელობას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ჩართოს. ნათელია, რომ ე.წ ნეიტრალური პასპორტების მეშვეობით ჩვენი ხალხის დაინტერესება, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ისინი ვიზალიბერალიზაციით ცდილობენ გეგმების შესრულებას. ასევე ნათელია, რომ ოფიციალური თბილისის მცდელობები, წინასწარ განწირულია. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, გამოიყენოს აფხაზეთის მოსახლეობა თავის პოლიტიკურ მანიპულაციებში უპერსპექტიოა. თუ საქართველოს ხელისუფლებას, შესტიკვა გული, იმაზე რომ, აფხაზეთის მოსახლეობა, საქართველოს გამო ვერ ახერხებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას, მაშინ უნდა შეწყვიტოს ის საერთაშორისო იზოლაციური პოლიტიკა ჩვენს მიმართ.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ევროპულ სტრუქტურებს უარი თქვან საქართველოში პოპულისტური ქმედებების მხარდაჭერაზე. ამასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დეიზოლაციას ვითხოვთ", - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას მხარი დაუჭირა. 
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უვიზოდ მიმოსვლას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაც შეძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ვენესუელაში მიწისძვრას 2 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 11 000-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics