|
2015-03-31 13:34:57, 418 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას ჯერაც ვერ მივაღწიეთ
"ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ეკონომიკური პროცესების სასრუველ დინამიურობას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. "ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად. ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აქვე დასძინა, რომ დღეს მთავარი ამოცანაა: ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, დასაქმება, საბოლოოდ - ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა. მანვე ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა: "რა პოტენციალი გაგვაჩნია ეკონომიკის განვითარებისათვის? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა - ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის - ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა DCFTA-ს პოტენციალის შესახებ. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. მთლიანობაში ეს უზრუნველყოფს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის თავისუფალ წვდომას მსოფლიოს მასშტაბით 900 მილიონზე მეტ მომხმარებელზე. მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მაღალი პოზიციები მსოფლიოში აღიარებულ რეიტინგებში, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე დამატებითი სტიმულია ყველა ინვესტორისათვის. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად, ენერგო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ახალი ჰესების აშენებისათვის მოზიდული ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას და შემდგომ ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობას გაზრდის. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას ემსახურება ურთიერთობათა გაღრმავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ასევე აზიის სახელმწიფოებთან. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით, უნდა გავაქტიურდეთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართულებით, ვინც დაინტერესებულია რეგიონის განვითარებაში, ინვესტიციებით. შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ამავდროულად მნიშნელოვანია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში დაფიქსირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაღრმავება",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)