|
2017-02-03 11:48:35, 2072 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩიხრაძე: მნიშვნელოვანია, ვეტო ბრძოლის იარაღად არ განვიხილოთ და კონსულტაციებს არ გავექცეთ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასახლეში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე დადებული ვეტოს შესახებ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს ხვდება. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ მივიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. პრეზიდენტის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ისინი გამართავენ კონსულტაციებს მათთან, ვინც მივა. „არსებობს ვეტო სასამართლოს კანონთან დაკავშირებით და ამ ვეტოს დადების წინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ოფიციალურად მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის პარლამენტის ხელმძღვანელობას, გამართულიყო წინასწარი კონსულტაციები. სამწუხაროდ, წინასწარი კონსულტაციები არ შედგა. ვეტო დაიწერა და გაიგზავნა პარლამენტში. ჩვენ ყველა ეტაპზე მზად ვართ, ვისაუბროთ აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ესაა თემა, რომელიც ეხება საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების თემას, შტოთა შორის ბალანსს და გაწონასწორების სისტემას. ასევე დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლოს თემას. ყველა ეს შენიშვნა დაფუძნებულია ვენეციის კომისიის დასკვნებზე. ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ცოტა საკითხი შეიძლება არსებობდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ვეტო ბრძოლის იარაღად კი არ განვიხილოთ, კი არა უნდა გავიქცეთ და დავიმალოთ კონსულტაციებისგან, არამედ ნორმალურად, დემოკრატიულ ვითარებაში, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. მისივე თქმით, ვეტოსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლეობისგან იმდენად გაუგებარი კომენტარები მოისმინეს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. ცნობისთვის, პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებთ 13:00 საათზე არასამთავრობო სექტორს შეხვდება.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)