|
2017-02-02 15:33:49, 1575 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: დღეს დავინახეთ, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხის მხარდაჭერას ულოცავს. როგორც ჯანელიძემ უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და იმას, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა. მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლით მიღწეული სარგებელი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. „მოგილოცავთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე. ევროპარლამენტის დეპუტაციამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცა შესაბამისი რეგულაციის ცვლილება. ამით ვიზალიბერალიზაციის პროცესი არ სრულდება, დარჩენილია ტექნიკური ეტაპები. ხაზი მინდა გავუსვა გადაწყვეტილების მნიშვნელობას იმ მიმართულებით, რომ დღეს ღია ეთერით დავინახეთ თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს ევროკავშირის მხრიდან, თუ როგორ ფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული შრომა და ყველა ის რეფორმა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში ხორციელდება. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერა დავინახე. ესაა დადასტურება ჩვენი კურსის. ვულოცავ ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ვერ იქნება, თუ არ იქნება მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების. ამ მიმართულებით გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მზაობა გაგრძელდეს ყველა რეფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს მომავალს. დღევანდელი გადაწყვეტილებით საფუძველს ვუდებთ პრაქტიკულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლით ჩვენი ბიზნესმენები, მეწარმეები მარტივად შეძლებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენებში. კულტურის სფეროს წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ევროპის მასშტაბით ღონისძიებებში და ა.შ. ასევე, ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებისთვისაც. ჩვენი ნაბიჯები ევროპისკენ გრძელდება და ესაა ჩვენი მთავრობის დამსახურება“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)