|
2017-02-01 12:08:24, 2671 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა გაზრდილია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა. საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა გაზრდილია და მოიცავს 305 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას. ამასთან ერთად, განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები. „2017 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ–ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ–ქვეყნებს სთავაზობს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს“,-ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამომხმარებლო კალათა გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის) გასაანგარიშებლად და ასახავს ქვეყნის საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას. განახლებული სამომხმარებლო კალათა იხილეთ ბმულზე: http://geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/methodology/samomxmareblo%20kalatis%20metodologiis%20shesaxeb%202017.pdf
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)