10:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 16:42:15, 1403 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა დაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს,  ქრისტიან დანიელსონს და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, თომასმაირ-ჰარტინგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი  საკითხები დათანამშრომლობის  პერსპექტივები.

საუბარი შეეხო 2017–2020 წლის ასოცირების ახალ დღის წესრიგს და„აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების პროცესს.

ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დასკვნითი პროცედურების დროულადდასრულების მნიშვნელობაზე და   გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირის ფინანსური დახმარების როლს და  დახმარების ახალ ინსტრუმენტებსა და პროგრამებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებს.  მხარეებმაისაუბრეს განათლებისა  და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, რა მიმართულებითაც ევროკავშირი2017 წელს პროექტების განხორციელებას გეგმავს.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა დაევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ევროკომისიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს  ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics