20:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 13:35:41, 2783 ნახვა

მსოფლიო
მექსიკელებს კედლის საფასურის გადახდა მოუწევთ - ტრამპი იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასის გაზრდას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა და მიღებული ფულით სასაზღვრო კედლის მშენებლობა სურს, - ამის შესახებ BBC თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის შონ სპაისერის განცხადებით, მექსიკურ პროდუქციაზე 20%-იანი საიმპორტო გადასახადის დაწესება წლის განმავლობაში 10 მილიარდი დოლარის აკუმულირების საშუალებას იძლევა. 

სპაისერმა ასევე აღნიშნა, რომ გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

მედია საშუალების ინფორმაციით, მექსიკა-ამერიკის საზღვარს ყოველდღიურად 1,6 მილიარდის საფასურის პროდუქცია გადის. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება მას შეემდეგ გააკეთა, რაც მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინწინ დონლდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. ამას, მექსიკის პრეზიდენტის პასუხი მოჰყვა. როგორც პენია ნიეტომ აღნიშნა, მისი ქვეყანა კედლის საფასურის გადახდას არ აპირებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics