|
2017-01-25 12:42:02, 1045 ნახვა
საზოგადოება
იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს. იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, საჩხერესა და ტყიბულში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ. უწყების ინფორმაციით, იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში (პურის საცხობი და მაღაზია) დასაქმდნენ. მათი გამომუშავება თვეში, საშუალოდ, 250–დან 500 ლარამდე იქნება. პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 156 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 553 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)