07:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:01:30, 879 ნახვა

საზოგადოება
ვეტერანების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომელიც გენერალულ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. დღეს გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანობის სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახა“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ. 

თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics