20:54 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 13:53:18, 2080 ნახვა

სამართალი
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს. 

ბრალდებულები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, დასტურდება რომ შვიდი სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, ერთ საკანში იმყოფებოდნენ და ჩვენებები მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. 

როგორც ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, ფირცხალავა და ცააძე აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. 

„შვიდი  მოწმე სპეცრაზმელი, რომელთაც ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოში მისცეს, როგორც აღმოჩნდა, ერთ საკანში იმყოფებოდა, მათზე განხორციელდა ზეწოლა, ასწავლეს ჩვენებები, ამეცადინეს. მათი ერთ საკანში ყოფნა დანაშაულია. მსჯავრდებულები ითხოვენ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ასევე, ეს დოკუმენტი გასაჯაროვდეს. დოკუმენტი ამ საქმეს მთლიანად დაანგრევს“,- განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოში ამ დროისთვის შუამდგომლობების ეტაპია. ადვოკატი სწორედ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რათა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენება დაუშვებლად იქნეს ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებულებს ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძეს, კახაბერ ნაკანსა და ლევან ბეროძეს გამამატყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმეს ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics