20:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 15:55:03, 2556 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდიდან ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წაიშალა

ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრი სახლის ვებგვერდიდან - whitehouse.gov  ლგბტ თემის უფლებების შესახებ ინფორმაცია წაიშალა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Daily Beast ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, ვებგვერდზე ასევე წაშლილია სამოქალაქო უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული გვერდის ნაცვლად, გაჩნდა გვერდი "ქვეყნის სამართალდამცველების მხარდამჭერი საზოგადოება". კერძოდ, ახალ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში მკვლელობის სტატისტიკა 50%-ით გაზრდილია. ამასთან, გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. მედიის ცნობით, ვაშინგტონში მკვლელობის სტატისტიკა 2016 უფრო ნაკლებია, ვიდრე 2015-ში.

გარდა ამისა, ვებგვერდზე კლიმატის ცვლილებების განყოფილება ამერიკის პირველი ენერგეტიკის გეგმით შეიცვალა, რომელიც კლიმატის ცვლილებების მიმართ ხედვას უგულებელყოფს.

"პრეზიდენტი ტრამპი მზად არის აღმოფხვრას მავნე და არასაჭირო საკითხები, როგორiცაა კლიმატის სამოქმედო გეგმა“, - წერია ენერგეტიკის გეგმაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს, ქვეყანაში ერთიდაიმავე სქესის ქორწინება დაკანონდა. 2015 წლის ივნისში, უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის მასშტაბით, გეი-კავშირების დაკანონება დაადგინა.

წინა წლის მარტში, თეთრ სახლში ტრანსგენდერმა რაფი ფრიდმან-გარსპენმა დაიწო მუშოაბა. ის ლგბტ თემის უფლებების დამცველია. თეთრ სახლში მუშაობის დაწყბის შემდეგ, ის პირველია ვინც ტრანსგენდერობა აღიარა.

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, წინამორბედის შეხედულებებს არ იზიარებს. ასე მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ცნობილია როგორც კონსერვატორი და ლგბტ თემის კრიტიკოსი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics