|
2017-01-18 07:24:07, 2830 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიელი ანტონიო ტაიანი გახდა
ევროპარლამენტის ახლადარჩეული პრეზიდენტი იტალიელი პოლიტიკოსი, ანტონიო ტაიანი გახდა, - ამის შესახებ BBC ყოფილ თავმჯდომარეზე, მარტინ შულცზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 63 წლის ტაიანი იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის პრესს-მდივნის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, პოლიტიკოსი ყოფილი ევროკომისარია ტრანსპორტის საკითხებში. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობისთვის ანტონიო ტაიანის გარდა მისი თანამემამულე ჯანი პიტელაც იბრძოდა. ტაიანიმ არჩევნებზე 351 ხმა დააგროვა, მაშინ როდესაც სოციალისტმა პიტელამ 282. ევროპარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ბოლო, მე-4 ტურში აირჩიეს. ცნობისთვის, ევროპარლამენტს აქვს მანდატი, ევროპული კანონმდებობის დაბლოკვისა და ცვლილებების შეტანის. ამასთან, ევროპარლამენტზე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. შეგახსენებთ, რომ აქამდე ევროპარლამეტის თავმჯდომარის პოსტს 2012 წლიდან მარტინ შულცი იკავებდა, რომელიც კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. მან შესაძლოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავოს და ამ პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეცვალოს. თავად შტაინმაიერი კი გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად არის წარდგენილი. შულცი ტაიანის გამარჯვებას უკვე გამოეხმაურა და მას წარმატებები უსურვა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)