14:47 - 14 Aug, 2026
|
2017-01-12 17:52:44, 1618 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ რეგიონის მოსახლეობის სამედიცინო საქმეში შეტანილი წვლილისათვის 30 მედიკოსი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი დააჯილდოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაალ მიქელაძემ მათ მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. დასაჯილდოებელ მედიკოსთა კანდიდატურები კლინიკების ხელმძღვანელების მიერ შეირჩნენ. უწყება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელებს ყოველწლიურად აჯილდოებს. 2016 წელს სიგელი 23 ექიმს გადაეცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)