11:44 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 17:40:34, 2993 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის გაყოფაზე: „ლუზერების“ მმართველობა დამთავრდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა 20 იანვრის ყრილობაზე დარწმუნდება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ივანიშვილისეული გეგმის განხორციელებას მხარი არ დაუჭირეს. 

"ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება. 

“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა. დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „უგულავა-ბოკერიას ფრთის“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა, პარტიის გაყოფაში, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს.

"პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი - ის ვინც ეს პარტია შექმნა", - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics