|
2017-01-12 13:57:05, 1106 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის დარბაზი გაიხსნა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომის დარბაზი გაიხსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურმა აცნობა, ღონისძება უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ გახსნა. ნაფიც მსაჯულთა სასმართლოები 7 ქალაქში-თბილისსში, ქუთაისში,ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში თელავსა და გორში იქმნება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში გათვალიწინებულია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ყველა საჭიროება, მათ შორის პრესისათვის სპეციალური ადგილი, დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანების სისტემებით, მოწყობილია ეგრეთწოდებული ნაფიც მსაჯულთა პანელი, რომელც დარბაზისაგან გამიჯნულია ბრონირებული შუშით. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და სასტუმროს მომსახურეობით. რუსთავის საქალაქო სასამართლო მეექვსეა, სადაც ნაფიც მსაჯულთა ასეთი დარბაზი უკვე გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)