14:49 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 13:49:59, 1077 ნახვა

რეგიონი
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი,  არჩილ ჩიქოვანი აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.

პატარაძის განცხადებით, არჩილ ჩიქოვანი არსებული პროექტების განხორციელებისთვის და დასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ბატონ არჩილს  სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის დიდი გამოცდილება და საჯარო სექტორში მუშაობის 13 წლიანი სტაჟი აქვს.  ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით მთავრობაში, სადაც ბატონი არჩილ ჩიქოვანი მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა”,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ არჩილ ჩიქოვანის წარდგენისას.

ცნობისთვის, არჩილ ჩიქოვანი პროფესიით იურისტია. დაამთავრა თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის  ფაკულტეტი. არჩილ ჩიქოვანს საჯარო სამსახურში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.  2013 წლიდან დღემდე ის მთავრობის აპარატში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics