|
2017-01-09 14:04:35, 2629 ნახვა
მსოფლიო
BBC: სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა
ეგვიპტის ნახევარკუნძულ სინაიზე, თვითმკვლელი ტერორისტი სატვირტო ავტომობილით პოლიციის შენობაში შევარდა და თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ელ-არიშში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ტერორისტის თანამზღაზველებმა შენობას ცეცხლი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს. შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. ამასთან, გარდაცვლილებისა და დაშავებულების ზუსტი ინფორმაციაჯერ არ არის. წინასწარი ინფორმაციით, 10-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ცნობისთვის, მსგავსი თავდასხმები ეგვიპტეში პერმანენტულად ხდება და მათზე, როგორც წესი პასუხისმგებლობას "ისლამური სახელმწიფო" იღებს. ანალოგიური თავდასხმა ქალაქ ელ-არიშში 2015 წლის აპრილში მოხდა, როდესაც ტერორისტები პოლიციის შენობას დაესხნენ თავს. მაშინ ინციდენტის შედეგად 6 ადმიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის შემოდგომაზე, ჯიჰადისტებმა რუსული ავიოლაინერის A321-ის აფეთქებაზეც აიღეს პასუხისმგებლობა, რის შედეგადაც 224 ადამიანი დაიღუპა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)