|
2017-01-08 11:32:08, 2655 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ სირიაში აფეთქებას 43 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ააზაზში აფეთქებას სულ მცირე 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აფეთქება ქალაქის სასამართლოს შენობასთან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტოსადგომზე მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. ამასთან, თურქული სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ააზაზში აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის რამდენიმე სირიელი ამბოხებული, დანარჩენი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ააზაზს სირიელი ოპოზიციონერები აკონტრლებენ. ქალაქი სირიის თავისუფალი არმიის მთავარი დასაყრდენია. ბოლო პერიოდში ააზაზის დაკავება დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა რამდენჯერმე სცადეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)