|
2017-01-06 18:31:49, 1112 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან
ე.წ. მატროსოვის ციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ოჯახის წევრები იმყოფებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას, სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოჰყვება. მისივე თქმით, ის ეთანხმება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც უგულავას საპატიმროდან გათავისუფელბა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების გადაწყვეტილებაა. ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გიგი უგულავა რუსი ოლიგარქის რეჟიმის შეწყვეტას შეძლებს და მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა პარტიისთვის საკმაოდ მნიშნელოვანია. როგორც გიგა ბოკერიამ ე.წ მატროსოვის ციხესტან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში დემოკრატიული რეჟიმის შესაქმნელად გიგი უგულავას ციხიდან განოსვლა აუცილებელი წინაპირობაა. „პირველ რიგში მინდა ოჯახის წევრებს მივულოცო, ასევე ყველა მეგობარს და საღად მოაზროვნე ადამიანს. გიგი უსამართლოდ იჯდა ციხეში, მაგრამ მისი გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უგულავას გამოსვლის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება“,- განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას პატიმრობის ვადა გაუნახევრა. უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაძლოა, დღესვე დატოვოს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)