22:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 11:43:18, 975 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება  იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს  2017 წლის  20 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.  

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი;  ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27;  ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.

ქუთაისში,  ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა: შერვაშიძის ქ. N53 – 160 ბინა; აღმაშენებლის ქ. N12 – 184 ბინა; ერისთავის ქ. N7 – 43 ბინა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics