|
2015-03-26 21:20:44, 1095 ნახვა
სამართალი
ეკონომიკის სამინისტრო აგრალური უნივერსიტეტის შესახებ განაჩენს არ გაასაჩივრებს
„მიუხედავად იმისა, რომ უფლება გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, არ ვაპირებთ გასაჩივრებას და რა თქმა უნდა, დავუდასტურებთ მათ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რას აპირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ აგრარულ უნივერსიტეტსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმდინარე პროცესის თაობაზე დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. „აქამდე რაც იყო, იმაზეც მინდა მცირე განმარტება გავაკეთო: არსებობდა გამოძიების მხრიდან წამოსული შეკითხვები შესრულებულ ვალდებულებებზე. ეს შეკითხვები იყო ლეგიტიმური, იმ წინასწარი ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც არსებობდა ხარჯებთან დაკავშირებით. ამ შეკითხვებს გაეცა პასუხი, შესაბამისად, მე პირადად ვერ ვხედავ საფუძველს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)