|
2016-12-30 14:37:46, 2154 ნახვა
ეკონომიკა
სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც 6 მილიონ ევრომდე თანხით საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სადახლო-ბაგრატაშენის ახალი სასაზღვრო ხიდის მშენებლობა დაფინანსდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 10.3 მილიონ ევრომდეა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საზღვარზე მგზავრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია ფინანსური თანამშრომლობის, ევროპასთან გაძლიერებული კავშირისა და ევროპიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება და მისი ფინანსური მხარდაჭერით დაინერგება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროების განსავითარებლად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკური ზრდის საწინდარი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ასახულია ევრობანკის 2017 წლის სტრატეგიის დოკუმენტში, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი კარგად ერგება 2017 წლის სტრატეგიას საქართველოსთვის, რომლის მთავარი მიმართულებებია ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და რეგიონული კავშირების გაფართოების ხელშეწყობა. ველით, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან გაგრძელდება“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. სადახლო-ბაგრატაშენის ხიდი თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და ის საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის მთავარ წერტილს წარმოადგენს.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)