10:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 12:09:32, 2074 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: პროექტ „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი დაფინანსდა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი  „სტარტაპ საქართველო" ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორია და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება.

„2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო", რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი.  ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები," - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით,  სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო. აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics