|
2015-03-26 17:48:40, 1133 ნახვა
ეკონომიკა
თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა „თიბისი ბანკი“ საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელეს
„თიბისი ბანკმა“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისგან საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიიღო. ბოლო ერთ წლის განმავლობაში „თიბისი ბანკში“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ყველაზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული დასაქმდა. საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები თავისუფალ უნივერსიტეტში 26 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართულ დასაქმების ფორუმზე გამოცხადდა. დასაქმების ფორუმზე „თიბისი ბანკთან“ ერთად წარმოდგენილი იყვნენ ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიები. „სასიამოვნოა, რომ დღეს თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა საუკეთესო დამსაქმებლად „თიბისი ბანკი“ დაასახელეს. ჩვენთან უკვე საკმაოდ ბევრი თანამშრომელია ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. მათი უმეტესი ნაწილი დასაქმებულია ფინანურ, კორპორატიულ და რისკების განყოფილებებში, აგრეთვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებით გამოირჩევიან თავიანთი უნარებით და პროფესიული შესაძლებლობებით. ამიტომაც ჩვენთვის ამ კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით სასარგებლოა და „თიბისი ბანკი“ მომავალშიც გააგრძელებს ამ სტრატეგიას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ პაატა ღაძაძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)