18:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:52:54, 1244 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი საქართველოს გვერდით დგას

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით, მზადყოფნაა გამოხატული.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ექნება ისეთივე აქტიური ურთიერთობა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც აქამდე ჰქონდა.

„გიდასტურებთ, რომ აქტიურად მუშაობს ჩვენი საელჩო ამ მიმართულებით. ახალი ელჩი ძალიან აქტიურად მუშაობს. გამოხატულია სრული მზადყოფნა არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ველოდებით ადმინისტრაციის ფორმირებას, რომელიც იანვარში მოხდება.  მინდა დაგარწმუნოთ, საქართველოს ექნება ისეთივე აქტიური ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც აქამდე ჰქონდა. აშშ-ის პოლიტიკური სპექტრი საქართველოს გვერდით დგას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics