18:20 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 19:38:52, 1518 ნახვა

პოლიტიკა
მაკკეინი: როცა გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება

როცა გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა სენატორთა ჯგუფთან ერთად ესტონეთში ვიზიტისას, უკრაინასა და საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, რუსეთის "ცუდი საქციელის" პრევენცია შესაძლებელია უნარიანი და ძლიერი შეიარაღებული ძალებით და ძლიერი ნატოს ალიანსით

„იმ დროს, როდესაც ვხედავთ, როგორ ახორციელებენ კიბერთავდასხმებს რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები; როდესაც ვხედავთ, რომ გრძელდება აგრესია ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში; როდესაც გვესმის, როგორ გრძელდება მუქარა საქართველოს მიმართ, ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე იყო მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში. რუსეთის ცუდი საქციელის პრევენცია შესაძლებელია უნარიანი და ძლიერი შეიარაღებული ძალებით და ძლიერი ნატოს ალიანსით,“ - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics