|
2016-12-27 18:40:48, 2120 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 ბენეფიციარმა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 2 წლიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული 10 ბენეფიციარი კომპანია შეაფასა, რომლებმაც 2016 წლის დეკემბერში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთან 24 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი დაასრულეს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 48 000 000 ლარს აღწევს, სუბსიდიის სახით მათზე 5 289 00 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი 5 090 000 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, ხსენებული 10 საწარმოს მიერ 313 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 235 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს, ხოლო კომერციული ბანკებიდან გაცემული სესხის მოცულობა 265 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დამსახურებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)