16:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 21:10:51, 895 ნახვა

საზოგადოება
22:00 საათიდან ხვალ დილის 09:00 საათამდე სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება

22:00 საათიდან, ხვალ დილის 09:00 საათამდე სამგორის რაიონის გარკვეულ ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება, - ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წყალმომარაგება შეეზღუდება: ენუქიძის, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს, წმინდა ბარბარეს, მე-2 ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, გიგანტის, 31-ე ქარხნის და ზოოვეტის დასახლებებს, ასევე, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას.

"სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 900 მმ -იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და აღდგენითი სამუშაობი აქტიურად გრძელდება.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 26 დეკემბერს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ 27 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ენუქიძის, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს, წმინდა ბარბარეს, მე-2 ნავთლუღის, ქვემო მელითონეთა, გიგანტის, 31-ე ქარხნის და ზოოვეტის დასახლებებს, ასევე, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს, ზემო და ქვემო ფონიჭალას.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, დილის 09:00 საათიდან აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics