|
2016-12-26 14:43:11, 2755 ნახვა
მსოფლიო
BBC: აღმოსავლეთ უკრაინაში 2016 წელს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 211 ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე წელს საბრძოლო მოქმედებების შედეგად 211 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC-ი უკრაინის შეარაღებული ძალების პრესსამსახურმზე დაყრდნობით იუწყება. გარდა ამისა, შეიარარებული ძალების ინფორმაციით, არასაომარ ვითარებაში, სხდახვა მიზეზებით 2016 წლის განმავლობაში 256 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წელს 100-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი დაკარგა. უკრაინის შეიარღებული ძალების გენშტაბის უფროსის ვიქტორ მუჟენკოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს სულ 3064 ძალოვანი ემსხვერპლა. ცნობისთვის, გაერო-ს მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემებით კი, დონბასში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 9640 ადამიანი, მშვიდობიანი მცხოვრებლების ჩათვლით, 22 ათასზე მეტი კი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედია აღმოსავლეთ რეგიონში ოპერაციის დაწყების ოფციციალურ თარიღად 2014 წლის 7 აპრილს ასახელებს, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)