|
2016-12-26 12:20:44, 1174 ნახვა
საზოგადოება
სემეკი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით სხდომას მართავს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ (სემეკ) ეროვნულ კომისიაში საჯარო სხდომა მიმდინარეობს. სემეკმა კომპანია "თელასსა და "ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების 2017 წლის ტარიფები უნდა დაუდგინოს. გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, სწორედ დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 23 დეკემბერს მიიღო. 9 ჰიდტროელექტროსადგურს, ასევე "ზაჰესს" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ხოლო ერთს-„აწჰესს“ გაეზარდა. აწჰესის ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრია, 2017 წელს - 5.865 თეთრი იქნება. რიონჰესის 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრია, 2017 წელს 3.301 თეთრი იქნება. საცხენჰესის მოქმედი ტარიფი 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრია, მომავალ წელს იქნება - 5.521 თეთრი. ჩითახევჰესის 1 კვტ/სთ- 3.933 თეთრია, 2017 წელს იქნება- 3.807 თეთრი. ძევრულჰესის 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრია, 2017 წელს 2.616 თეთრი იქნება. გუმათჰესის მოქმედი ტარიფია 1 კვტ/სთ- 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება-2.004 თეთრი. ლაჯანურჰესის წარმოების დღეს არსებული ტარიფია 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.593 თეთრი. შაორჰესის მოქმედი ტარიფია 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.933 თეთრი. ორთაჭალჰესის - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრია, 2017 წელს 2.325 თეთრი იქნება. ,,ზაჰესის" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 4.781 თეთრი იქნება, მოქმედი ტარიფი კი 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრია. მაშინ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა, რომ “ენერგო პრო ჯორჯია” ყიდულობს ჰიდროელექტროსადგურებიდან თავისი გამომუშავების ძირითად ნაწილს, შესაბამისად, დადგენილ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)