14:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 10:05:53, 904 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავარ სინაგოგაში ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანიამ ხანუქის პირველი სანთელი აანთო და სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ქართველ ებრაელებთან ერთად ხანუქის დღესასწაულის  აღნიშვნა.

„ჩვენ ყოველწლიურად ვუერთდებითდა ებრაელ ხალხთან ერთად, მთელი გულით ვზეიმობთ ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების  სიმბოლოა. თბილისი ყოველთვის იყო და მუდამ იქნება ტოლერანტული ქალაქი,  რომელიც ყველა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანს აერთიანებს. თბილისი არის მშობლიური ქალაქი ჩვენი საყვარელი ებრაელი ძმებისათვის და ეს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული, ძმური ურთიერთობები დღეს უფრო და უფრო მტკიცდება. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics