13:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 16:37:08, 1061 ნახვა

საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტო სააღმზრდელო დაწესებულებაში შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

სოციალური მომსახურების სააგენტო ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვებს შორის შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ბავშვებს შორის სექსუალურ ძალადობას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეჭვის გაჩენისთანავე, სააგენტომ დაიწყო ფაქტის მოკვლევა. რეფერირების პროცედურების შესაბამისად, შემთხვევის შესახებ ეცნობა შსს-ს, რომელმაც შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოსავლენად უკვე დაიწყო გამოძიება.

"სააღმზრდელო დაწესებულებაში  სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 9 მოზარდი ცხოვრობს, რომლებთანაც მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სავარაუდო მოძალადე უკვე გაყვანილია დაწესებულებიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლობენ შსს-სთან და ელოდება გამოძიების დასრულებას.

ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამინისტრო  დააყენებს  შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის საკითხს.    

იმის გამო, რომ თემა საკმაოდ მძიმე და სენსიტიურია, გვინდა, მოვუწოდოთ საზოგადოებას:  ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით - არ მოახდინონ სააღმზრდელო დაწესებულების და შესაბამისად, ბავშვების იდენტიფიცირება. სახელმწიფო უწყებები მზად არიან, გამოძიების დასრულების შემდეგ  დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც თავად  ფაქტის შესახებ, ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც გამოძიების დასკვნის შემდგომ განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics