|
2016-12-22 09:05:01, 2682 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
უკრაინის ხერსონის ადმინისტრაციულ ოლქში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 20 დეკემბერს, 2 საათის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა 3 ბინა გაძარცვეს. მათ ფული, ოქროს სამკაულები, მობილური ტელეფონები და პლანშეტები მოიპარეს. ქართველები, რომლებსაც უკრაინაში 2017 წლამდე ცხოვრების უფლება ჰქონდათ, სპეცოპერაციის დროს დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და მათ ნაძარცვი თან ჰქონდათ. სამართალდამცველების ცნობით, აქვთ მტკიცებულებები, რომ ეს დაჯგუფება უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ბინებს ძარცვავდა სააგენტს ინფორმაციით, დაკავებულები 25-დან 30 წლამდე ასაკის არიან, ხერსონში დეკმებრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ, სადაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)