|
2015-03-25 18:56:25, 1042 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი მოხარულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრანკ ჰემსკერკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამომავლო პერსპექტივა და აღნიშნულ პროცესში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხები. „როგორც საუბრისას მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, იგი მოხარულია, რომ შენარჩუნებულია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი და ის მაღალია ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები უფრო დეტალურად იქნება განხილული აპრილში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების დროს“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)