|
2016-12-20 13:04:18, 2199 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი 62-მდე გაიზარდა
აჭარაში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მქონე ტურისტულ ობიექტებს 16 ახალი ობიექტი შეემატა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 5 კვებისა და 11 განთავსების ობიექტს ხარისხის ნიშანი საზეიმოდ გადაეცათ, რითაც „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტების რიცხვი აჭარაში 62-მდე გაიზარდა. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი, რაც ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და ტექნიკური სტანდარტების გარანტიას გულისხმობს. პროექტში წლის განმავლობაში სულ 106 სასტუმრო, რესტორანი და კაფე დარეგისტრირდა, თუმცა საერთაშორისო კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 62-მა შეძლო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი პროექტში ჩართულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალურ სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამოწმებდა. კრიტერიუმები მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტი 2016 წელს დაიწყო და შემდეგ წელსაც გაგრძელდება. კრიტერიუმებისა და რეკომენდებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე Recommend.ge. „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ - 16 ახალი ობიექტი კვების ობიექტები: 1. რესტორანი “BK“; 2. რესტორანი “ბელა კოსტა”; 3. რესტორანი “კიევლანოჩკა”; 4. კაფე “ლა ბრიოში”; 5. კაფე “პრეზიდენტი”. განთავსების ობიექტები: 1. სასტუმრო „სპუტნიკი“; 2. სასტუმრო „ბლექ სი სტარი“; 3. სასტუმრო „გრანდ რიქსოს პალასი“; 4. სასტუმრო „ჰოტელ პლაზა“; 5. სასტუმრო „კასტელო მარე და ვაილნეს რიზორტი“; 6. სასტუმრო „ქორნერ ინნ“; 7. სასტუმრო „პრეზიდენტი“; 8. სასტუმრო „სანაპირო“; 9. სასტუმრო „სასტუმრო 19“; 10. სასტუმრო „სითი სტარი“; 11. სასტუმრო „ეიფორია“.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)