|
2015-03-25 17:27:58, 1067 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საბჭოს სასახლეში აჭარის მთავრობამ რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის გასაცნობად პრეზენტაცია გამართა
პირველად საქართველოს ისტორიაში, ევროპის საბჭოს სასახლეში აჭარის მთავრობამ სპეციალური მიღება და რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის გასაცნობად პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს, ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებას და დიპლომატებს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი პირადად გააცნო. პრეზენტაციაზე წარმოდგენილია რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, ტრადიციული ადგილობრივი ღვინოები: ჩხავერი, ცოლიკაური და საწური. ასევე საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმი. სპეციალურ სტენდზე რეგიონის ტურისტული, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები გამოიფინა. პარალელურად მონიტორზე რეგიონის შესახებ ვიდეო რგოლების ხილვაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს სასახლეში აჭარის რეგიონის მსგავსი სახით წარდგენა პირველად ხდება. მიღებაზე მოწვეულ ევროსაბჭოს წევრებს არჩილ ხაბაძესთან ერთად კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიესალმა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა გავიცნოთ აჭარის ტრადიციები. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხაბაძეს, რათა მოგვცა საშუალება გავცნობოდით აჭარის რეგიონის მდიდარ კულტურას. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აჭარის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანია ზოგადად ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისთვის. ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში, კულტურული ურთიერთდამოკიდებულება და მრავალფეროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში საერთო სტანდარტებისა და ამავე დროს განსხვავებათა პატივისცემის დამკვიდრებაში“, - აღნიშნა ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა. „მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აჭარა ღირსეულად არის წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რათა შედეგად ქვეყანაში მივიღოთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროპული მოდელის საბაზრო და ეკონომიკური სტანდარტები და ეფექტური, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობითი სისტემა ყველა დონეზე. დღეს წარმოდგენილი საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეული ხელს შეუწყობს რეგიონის მიმართ ინტერესის ამაღლებას. 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება კონგრესს და შეიძლება ითქვას ამდენივე ქვეყანა გაიგებს თუ რა მდიდარი კულტურის და ტრადიციების მატარებლები ვართ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ქართული რეგიონის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა ევროპის საბჭოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების არსებობის პირობებში. პრეზენტაციის მიზანია აჭარა-ბათუმის, როგორც თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახის წარმოჩენა. სპეციალურ მიღებას დაესწრება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის და ევროპის საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)