13:51 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 00:32:50, 2414 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ელჩის მკვლელობაზე: ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს

ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობას.

პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში

„ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“- დაიყვარია მკვლელმა, როდესაც ელჩის მისამართით სროლა განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში კრიპტოვალუტის გათეთრების საერთაშორისო საქმეზე ამერიკელმა, პოლონელმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარეს
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
აპრილში საქართველოსთვის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა
გეგელია - მთავრობის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics