23:15 - 13 Aug, 2026
|
2016-12-19 12:15:39, 3101 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად პუერტორიკოელი მოდელი დასახელდა
მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად პუერტორიკოელი მოდელი დასახელდა. "მის მსოფლიო 2016"-ის ტიტული 19 წლის სტეფანი დელ ვალლემ მოიპოვა. მოდელი 100-ზე მეტი ქვეყნის მოდელს შორის ამოარჩიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, კონკურსში მეორე და მესამე ადგილები დომინიკის რესპუბლიკისა და ინდონეზიის წარმომადგენლებმა დაიკავეს. პირველ ხუთეულში მოხვდნენ ასევე კენიელი და ფილიპინელი კონკურსანტები. 2016 წლის "მის მსოფლიოს" გვირგვინი გასული წლის გამარჯვებულმა, ესპანელმა მირეია ლალაგუნამ გადასცა. შეგახსენებთ, რომ "მის მსოფლიო" სილამაზის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. პირველად კონკურსი 1951 წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)