02:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 18:50:26, 2077 ნახვა

ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტო სტარტაპ მარკეტ ექსპო 2016-ის მხარდამჭერია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება.  

როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება ალტერნატიული, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს  გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. 

უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთებას აღვივებს და ხელს უწყობს მათ ადგილზე აწარმოონ ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქცია. 

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ 16-მდე სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე დამწყები და წარმატებული მეწარმეები,  მათ შორის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის  ბენეფიციარები, რომლებსაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ. 

გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება პროდუქცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ხის ნაწარმის, კერამიკის, მინანქრის, ტყავის, ავეჯის, სახლის დეკორის, თავის მოვლის საშუალებების, სურსათის, კვების, ონლაინ ბიზნესისა და სამკაულის ინდუსტრიებიდან. 

ღონისძიება სტუმრებს შაბათ-კვირის განმავლობაში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე   წერეთლის გამზ. #118-ში უმასპინძლებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics