|
2016-12-15 18:43:41, 1146 ნახვა
საზოგადოება
„ბაქოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ“
ბაქოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 3 დაშავებული მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ოპერატიულად იმუშავა და როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, დაშავებულები ვიცე კონსულმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოინახულეს. "სამივე დაზარალებული ნახეს და პირადად გაესაუბრნენ მათ. მოქალაქეებს მიღებული აქვთ მსუბუქი დაზიანება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. საელჩო პირადპირ კონტაქტზეა დაზარალებულების ოჯახის წევრებთან", - აცხადებენ საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ბაქოში, ავტობუსი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)