|
2015-03-25 13:25:29, 1077 ნახვა
ეკონომიკა
ჭირაქაძე: ხელისფულებას პრობლემები უნდა დააბრალო კიდეც, რათა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხშირად ხელისუფლებას უმიზეზოდ აბრალებენ, რადგან, მისივე თქმით, ბევრ შემთხვევაში პრობლემები არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორების ბრალია. თუმცა, ჭირაქაძე ამავე დროს ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების დაბრალება კარგი საქმის გასაკეთებლად, მათ მაქსიმალურად გააქტიურებას ხელს შეუწყობს. „პრობლემებს, რაც დღეს საქართველოს ეკონომიკაში არის, ჩვენ ხშირად ვაბრალებთ ხელისუფლებას. რასაკვირველია, უნდა დააბრალო კიდეც ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული, ყველაფერი კარგად გააკეთოს, მაგრამ ბევრი რამე ხელისუფლების ბრალი არ არის. ხშირად ეს იმ ფაქტორების ბრალია, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, ბიზნესმა, ეკონომიკამ, კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვინდა“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. ამასთან, გიორგი ჭირაქაძემ კითხვაზე - „კმაყოფილია თუ არა ბიზნესი მთავრობის ქმედებებით?“ - ასე უპასუხა: „მე არ მინახავს არცერთ ქვეყანაში ადამიანი, რომელიც მთავრობის მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ მე ვხედავ, რომ მთავრობაში დაინტერესებული არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ. ეკონომიკის მინისტრმა პრივატიზაციასთან დაკავშირებით რაც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი იყო და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი გაკეთდება“.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)