13:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:15:00, 1148 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: უხერხულია, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საუბრობენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა მესელიას განცხადებით, უხერხულია, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით საუბრობენ, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

"მომავალში ვინც ამ თემაზე ისევ გააგრძელებს კითხვის დასმას, იქნებ იქვე გასცეს პასუხი კითხვას, თუ რომელი სამართლებრივი დოკუმენტით, ხელმძღვანელობთ როდესაც საუბრობთ სამუშაო პროცესის დროს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით?! რომელიმე ჯგუფმა, რომ წარმოადგინოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ან შესწორებების პროექტი, ვიტყვით, რომ არალეგიტიმურია და არ ვიხილავთ?! სახალხო დამცველმა კონსტიტუციაში შესატანი რამდენიმე ცვლილება წარმოადგინა, რა უნდა ვუთხრათ, რომ არალეგიტიმურია?!", - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, კომისიას მაღალი სამართლებრივი სტატუსი გააჩნია.

"სამართლებრივად დიდ უმეცრებასთან გვაქვს საქმე. ვინც ეს იცის და განზრახ სვამს ამ კითხვას, ეს არის შეგნებულად პოლიტიკური პროცესისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. ზიანი ამ პროცესს ვერ მიადგება, იმიტომ, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით ქმნის კომისიას და მას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს სძენს ამ კომისიას მაღალ სამართლებრივ სტატუსს. ძალიან უხერხულია, რომ ეს კითხვები პარლამენტში ისმევა. პარლამენტის გარეთ, რომ დაისვას მესმის. ვინ თუ არა ჩვენ, ვართ ვალდებული, რომ საქართველოს კონსტიტუცია ვიცოდეთ და პატივს ვცემდეთ ნორმებს რაც აქ წერია. ვადებს რაც შეეხება არის სრულიად საკმარისი, რომ პირველი სამუშაო დოკუმენტი მომზადდეს. ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics