13:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 14:56:18, 1659 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: პრეზიდენტთან არანაირი კინკლაობის და რაიმე სხვა სახის დაპირისპირების სურვილი არ მაქვს

„საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მე, არანაირი კინკლაობის და რაიმე სხვა სახის დაპირისპირების სურვილი არ მაქვს“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის შემართულია იმისთვის, რომ პრეზიდენტთან აბსოლუტურად კონსტრუქციული თანამშრომლობა ჰქონდეს.

„ შემოთავაზება საჯაროდ  იყო გაკეთებული კონკრეტულ ფორმატთან დაკავშირებით. კონსულტაციების გარეშე გაკეთდა ეს შემოთავაზება. შესაბამისად ჩვენ არ დაგვრჩა სივრცე არც კონსულტაციებისთვის  და გამომდინარე იქიდან, რომ ფორმატი იყო ჩვენი აზრით აბსოლუტურად არარაციონალური და  შესაბამისობაში არ იყო ეს ფორმატი კონსტიტუციის ლოგიკასთან. აქედან გამომდინარე ჩვენ არ შეგვეძლო ამ ფორმატზე დათანხმება.

საჯაროდ როცა კეთდება შემოთავაზება, შენც საჯაროდ უნდა უპასუხო. კონსულტაციის გარეშე წამოვიდა ეს შემოთავაზება.  პრაქტიკულად  ერთგვარი ულტიმატუმი გაჩნდა. ან უნდა დაგვეკმაყოფილებინა  ან გამოდიოდა რომ ჩვენ უარვყოფდით პრეზიდენტის ინიციატივას. სხვა სივრცე ჩვენ არ გვქონდა.  ეს იყო რეალურად პოზიციის ერთადერთი საფუძველი.

საქართველოს პრეზიდენტთან არც კინკლაობის ან სხვა სახით დაპირისპირების სურვილი არ მაქვს.  ჩვენ ვართ  შემართული იმისთვის რომ გვქონდეს აბსოლუტურად კონსტრუქციული თანამშრომლობა. ჩვენ პრეზიდენტთან ბევრ სხვა სფეროში დაგვჭირდება მუდმივი თანამშრომლობა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics