|
2015-03-25 13:05:08, 1044 ნახვა
ეკონომიკა
ჭირაქაძე: არ არის დრო იმისათვის, რომ ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები, ან კანონები იყოს მიღებული
„დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები, ან კანონები იყოს მიღებული. ქვეყანაში არის დრო, რომ ჩვენ განვვითარდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიზნესმა, პარლამენტმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეკონომიკა განვითარდეს. „შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი თემა. ვაცხადებდით და კვლავაც ვაცხადებთ, რომ დღეს არ არის დრო ბიზნესის საწინააღმდეგო კანონები, ან ბიზნესის საწინააღმდეგო ქმედებები იყო მიღებული. ქვეყანაში არის დრო, რომ ჩვენ განვვითრდეთ. გასაგებია ბევრი რამ რატომ ხდება, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ განსაკუთრებით ამ სირთულეების დროს, ყველამ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ბიზნესმა, პარლამენტმა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და წლევანდელი წელი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ზრდის თვალსაზრისით მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნება, უკეთესი გავხადოთ. ეს შეგვიძლით, თუ ერთობლივად ვიმუშავებთ. ვიღავაზე დაბრალება, გადაბრალება სწორი არ არის“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)