|
2016-12-14 17:27:31, 2278 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ქუმსიშვილი: 2016 წლის სამივე კვარტალში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
2016 წელს ყველა კვარტალში კერძო სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით“, - ამის შესაებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის პირველ და მეორე კვარტლებში შეიქმნა 33 - 33ათასი სამუშაო ადგილი, მესამე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 37 ათასამდე გაიზარდა. პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2013 წლის შემდგომ უმუშევრობის დონე შემცირდა და 2015 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 12%-მდე ჩამოვიდა. მისივე თქმით, 2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 34.7 ათასით გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულია თვითდასქმებულთა რაოდენობა და 61 ათასზე მეტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმება გაიზარდა 55,9 ათასით, დაქირავებულთა დასაქმება კი 91 ათასით, რაც შეეხება 2016 წელს, სამივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი იყო წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)